რუსეთის სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურმა ყოველწლიურ ანგარიშში არ შეიტანა "გარე მიზეზებით" დაღუპული ადამიანების შესახებ მონაცემები - იუწყება მედიასაშუალება Meduza დემოგრაფიის ექსპერტზე, ალექსეი რაშკაზე დაყრდნობით. რუსეთი ამ დრომდე აცალკევებდა ავადმყოფობით და გარე მიზეზებით, მაგალითად, მკვლელობით და თვითმკვლელობით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევებს. ამ მონაცემის მოტანის შემთხვევაში, ექსპერტები შეძლებდნენ მის გამოყენებას იმის დასადგენად, რამდენი რუსი დაიღუპა უკრაინაში მოსკოვის ძალების შეჭრის შემდეგ - ამ მონაცემს კრემლი არ ასაჯაროებს. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა გასულ თვეში თქვა, რომ 29 თვის განმავლობაში მიმდინარე ომში დაიღუპა ან დაიჭრა, სულ მცირე, 350 000 რუსი ჯარისკაცი. საინფორმაციო საშუალებები ადასტურებენ, სულ მცირე, 58 000 რუსი სამხედროს სიკვდილს - ეს მონაცემი გამოჰყავთ ნეკროლოგებზე, ანდერძებზე და სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ცნობებზე დაყრდნობით. ასევე ნახეთ კიევში გლოვის დღეა ...