ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში ცნობა ევროკავშირში ჩეხეთის მუდმივმა წარმომადგენლობამ გაავრცელა. მასში აღნიშნულია, რომ მაგდალენა გრონოს კანდიდატურას ოფიციალურად ევროკავშირის საბჭო დაამტკიცებს. три მაგდალენა გრონო ამ პოსტზე შეცვლის ესტონელ დიპლომატ ტოივო კლაარს, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე პირველად 2017 წლის ნოემბერში დაინიშნა. ჩეხი მაგდალენა გრონო (ფრიჩოვა) სამხრეთ კავკასიის რეგიონის სპეციალისტია, იგი დიდი ხნის განმავლობაში იყო საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის კავკასიის პროექტის დირექტორი. მაგდალენა გრონო კარგად იცნობს საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებას. იგი ამ ქვეყანაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა და ქართულ ენასაც კარგად ფლობს. ასევე ნახეთ საქართველო - მწვავე საკითხი ბერლინის კონფერენციაზე ...