აშშ-ის მიერ მეორადი სანქციების პარამეტრების გაფართოების შემდეგ, ჩინეთსა და რუსეთს შორის საბანკო მიმოქცევა, თვით იუანებში, პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა. ტრანსაქციები ან იყინება, ან ძალიან შენელებულია, წერს Bloomberg-ი, რომელიც იმოწმებს მსხვილი რუსი მიმწოდებლების მაღალი რანგის მენეჯერებს. ერთი მსხვილი სასოფლო-სამეურნეო სავაჭრო ფირმის წარმომადგენელი ამბობს, რომ ამ თვეში რუსეთის პროდუქტის შემსყიდველ ზოგიერთ ჩინურ კომპანიას გადახდის დროს პრობლემები გაუჩნდა. სააგენტოს თანახმად, გადახდის ალტერნატიული გზების მოძებნაც სულ უფრო რთულდება თვით კრიპტოვალუტის ან მესამე ქვეყნების საშუალებით. „იმპორტის აშკარა ჩავარდნა ამ შეფერხების გამო არ ჩანს, მაგრამ იმპორტმა რუბლებში იკლო“, - ამბობს Astra Asset Management-ის დირექტორი ინვესტიციის სფეროში დმიტრი პოლევოი. ამ სირთულეებს ვაჭრობაში წინ უსწრებდა აშშ-ის მიერ მეორადი სანქციების დაწესების აუცილებლობის განსაზღვრისთვის პარამეტრების გაფართოება. Bloomberg-ი შეგვახსენებს, რომ გაფართოვდა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ბაზის განსაზღვრა. ამ ზომებს სააგენტო უწოდებს „დრაკონულს“. აშშ-ის სასანქციო პოლიტიკის გამკაცრების შედეგად რუსეთს სირთულე ჰქონდა ანგარიშსწორების მხრივ თურქეთთან, გაერთიანებულ არაბულ საამიროებთან და ინდოეთთან. 2023 წლის დეკემბერში, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ბევრად უადვილებს ამ ქვეყნის ხაზინის დეპარტამენტს მეორადი შეზღუდვების დაწესებას ბანკებისთვის, რომლებიც არღვევენ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ჩინეთმა შეწყვიტა გადახდების მიღება რუსეთის ბანკებიდან, რომლებსაც ეხება დასავლეთის სანქციები. აპრილში Bloomberg-მა განაცხადა, რომ მარტში ჩინეთის ექსპორტი რუსეთში 16%-ით შემცირდა. ექსპერტები ამას უკავშირებენ სანქციებით აშშ-ის ზეწოლას ჩინეთის ბანკებსა და კომპანიებზე. ასევე ნახეთ პუტინი და კიმ ჩენ ინი შეთანხმდნენ. რას უნდა ელოდეს მსოფლიო? ...