რუმინელი ულტრამემარჯვენე დეპუტატი სტრასბურგის პალატიდან გაიყვანეს მას მერე, რაც დებოში მოუწყო ფრანგ დეპუტატ ვალერი აიეს დისკუსიისას, რომელიც მოჰყვა ევროკომისიის პრეზიდენტის, ურზულა ფონ დერ ლაიენის გამოსვლას. დეპუტატი დიანა იოვანოვიჩი-შოშოაკე შავი ფერის ნაგვის პარკს იქნევდა და სკანდირებდა სიტყვებს: "თქვენ ხოცავთ რუმინელებს". პალატიდან გაყვანის მომენტში მას სახეზე ძაღლის ალიკაპი ეკეთა. იოვანოვიჩი-შოშოაკემ რუმინეთის პარლამენტარის მანდატი 2020 წელს მოიპოვა, როგორც ულტრამემარჯვენე ალიანსის, "რუმინეთის გაერთიანების" წევრმა. თუმცა მას შემდეგ, რაც იქიდან გააძევეს, დააარსა საკუთარი, რუსეთის მიმართ მეგობრულად განწყობილი ჯგუფი "SOS რუმინეთი". გასულ თვეში ევროპარლამენტში იგი ამ ჯგუფის რიგებიდან მოხვდა. ასევე ნახეთ ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს ურზულა ფონ დერ ლაიენი ...