ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკურმა პარტიამ დაასრულა ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატის წარდგენის პროცესი მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი კანდიდატობას ოფიციალურად დასთანხმდა. რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე, რომელიც ქალაქ მილუოკიში 15 ივლისიდან მიმდინარეობდა, შეკრების პირველივე დღეს დელეგატების ხმათა უმრავლესობით, 78 წლის დონალდ ტრამპი წარადგინეს აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად. ყრილობის ბოლო დღეს, 18 ივლისს, საღამოს ტრამპმა დელეგატებს მიმართა და განაცხადა, რომ იღებს ნომინაციას და პრეზიდენტად კენჭს იყრის არა ნახევარი, არამედ მთელი ამერიკისთვის. დონალდ ტრამპმა ილაპარაკა მასზე 13 ივლისს მომხდარ თავდასხმაზე, ამერიკელებს მადლობა გადაუხადა სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის, ერთიანობისკენ მოუწოდა და პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ქვეყნის ისტორიაში ოთხ უდიადეს წელს დაჰპირდა. ასევე ნახეთ ტრამპი თავდასხმას გადაურჩა - რა მოხდება ახლა? რესპუბლიკელების ყრილობაზე გამოსვლისას, დონალდ ტრაპმმა ტრადიციულად გააკრიტიკა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, მათ შორის იმის გამო, რომ დედამიწა „ომების პლანეტად" იქცა და განაცხადა, რომ მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა. ტრამპმა პირობა დადო, რომ დაასრულებს ყველა საერთაშორისო კრიზისს, მათ შორის უკრაინისა და რუსეთის ომს. როგორ, არ დაუკონკრეტებია. რესპუბლიკელი დელეგატების წინაშე გამოსვლისას, დონალდ ტრამპმა მტკიცებულებების გარეშე ისევ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია და მიზნად ისახავს პრეზიდენტად არჩევაში ხელის შეშლას. ასევე ნახეთ ბაიდენმა საშიში პრეცედენტი უწოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას ტრამპის იმუნიტეტის შესახებ 2024 წლის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში ვიცე-პრეზიდენტი გახდება ჯეიმს დევიდ ვანსი (ჯეი დი ვანსი). 39 წლის ოჰაიოელი სენატორი ჯეი დი ვანსი დონალდ ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად 15 ივლისს დაასახელა. ასევე ნახეთ ჯეი დი ვანსმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატობაზე ოფიციალური თანხმობა განაცხადა აგვისტოში ჩიკაგოში გაიმართება დემოკრატიული პარტიის ყრილობა, რომელზეც ოფიციალურად დასახლდება პრეზიდენტობის კანდიდატი. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კენჭისყრას მეორე ვადით გეგმავს. ბოლო ხანს ჯო ბაიდენს არაერთმა დემოკრატმა პოლიტიკოსმა და დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერმა მოუწოდა უარი თქვას ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრაზე. ამერიკელ დემოკრატებში პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით გამოწვეული შეშფოთება გაიზარდა 27 ივნისის შემდეგ, როცა ჯო ბაიდენს წარუმატებელი დებატები ჰქონდა თავის მეტოქესთან, რესპუბლიკელების კანდიდატ დონალდ ტრამპთან. დემოკრატებ...