„თბილისის მუნიციპალიტეტს ემატება უფლებამოსილება, განსაზღვროს, რომ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში გადაადგილების უფლება, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შესაბამისი კატეგორიის მსუბუქ ავტომობილებთან – ტაქსებთან (M1 კატეგორია) ერთად, მიანიჭოს მოტოციკლს ან/და მოპედს“, - წერია პარლამენტის გავრცელებულ განცხადებაში. თბილისში BUSLane-ების გაჩენის შემდეგ, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა გადაადგილების ხარისხი. საავტობუსო ზოლებში გადაადგილება შეუძლიათ თეთრი ფერის ტაქსებსაც. ...