ბანგლადეშის დედაქალაქის დაცარიელებულ ქუჩებს 20 ივლისს ჯარისკაცები აკონტროლებენ. მთავრობამ დაკაში შემოიღო კომენდანტის საათი, მისი ფონია სტუდენტების სისხლიანი პროტესტი, რომელსაც, სულ მცირე, 105 ადამიანი ემსხვერპლა და რომელიც მიმართულია სამუშო ადგილებზე მთავრობის მიერ დაწესებული კვოტების წინააღმდეგ. დაღუპულების გარდა, შეტაკებებისას დაშავდა ათასობით ადამიანი. პრემიერ-მინისტრის პოსტზე შეიხ ჰასინას მეოთხე ვადით არჩევის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ დემონსტრაციებს ამძაფრებს ახალგაზრდებს შორის მაღალი უმუშევრობა. რადგან დაღუპულთა რაოდენობა იზრდებოდა, ხოლო პოლიციამ ვერ მოახერხა საპროტესტო აქციების შეჩერება, მთავრობამ არმია აამოქმედა და კომენდანტის საათი შემოიღო. ასევე ნახეთ მიგრაციის სამსახურმა საქართველოდან 26 უცხოელი გააძევა ...