ესპანეთის პოლიციამ 20 ივლისს განაცხადა, რომ დააკავა სამი პირი, რომლებსაც ბრალად ედებათ მონაწილეობა პრორუსული დაჯგუფების კიბერთავდასხმაში, რომელიც მიმართული იყო ესპანეთის და ნატოს წევრი სხვა ქვეყნების სახელმწიფო უწყებებისა და სტრატეგიული სექტორის წინააღმდეგ. თავდასხმების სამიზნე იყო ის ქვეყნები, რომლებიც უკრაინას უდგანან მხარში რუსეთთან ომში. სამივე პირი დაკავებულია „ტერორისტული განზრახვების მქონე საკომპიუტერო დანაშაულისთვის“. დანაშაული უკავშირდება თავდასხმების სერიას. ამ ტიპის თავდასხმის შედეგად შესაბამისი სამიზნე ვეღარ ემსახურება მომხმარებელს (DDoS) - ვებგვერდები და რესურსები მიუწვდომელი ხდება ქსელში მათთვის დიდი რაოდენობის მავნე მასალის გაგზავნით. ეს თავდასხმები მოაწყო „რუსეთთან დაკავშირებულმა ჰაკერულმა ჯგუფმა NoName057(16)-მა“, წაიკითხავთ AFP-ის ცნობაში, რომელიც დეტალებს არ შეიცავს. ასევე ნახეთ რა ვიცით რუს "ბუნჩულა დათვზე", რომელმაც პრეზიდენტის ვებსაიტი(ც) გატეხა? ...