"გამოკითხულნი არიან მოწმეები, ასევე საქმეშია შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა. მათ შორის ამოღებულია ვიდეოჩანაწერი, რაც უშუალოდ გარდაცვლილის ჩაფხუტზე იყო მომაგრებული, სასამართლოს განჩინების საფუძველზე და გამოძიება გრძელდება", - ამბობს საქმის პროკურორი მარიამ ბერძენიშვილი. მარიამ ბერძენიშვილი "ამ ეტაპზე დუმილის უფლება გამოვიყენეთ. რა თქმა უნდა, მწუხარებას გამოვხატავთ კიდევ ერთხელ მომხდარი ფაქტის გამო", - ამბობს ბრალდებულის ადვოკატი ზაზა კვირკველია. ზაზა კვირკველია სასამართლოს პირველი სხდომა მედიის წარმომადგენლების დასწრების გარეშე გაიმართა. ჟურნალისტების მრავალი მცდელობის მიუხედავად, მისი ჩანიშვნის შესახებ ინფორმაცია არ გაავრცელეს. რამდენიმე წუთის დაგვიანებით სასამართლოში მისული ჟურნალისტები კი, სხდომაზე არ დაუშვეს. სასამართლოს მომდევნო სხდომა 12 სექტემბერს გაიმართება. 19 ივლისს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თბილისში 19 წლის ბაიკერი რევი დემეტრაშვილი დაიღუპა. მოტოციკლეტი პატრულის მანქანას ყაზბეგის გამზირზე, ასათიანის ქუჩის კვეთასთან მაშინ შეეჯახა, როცა პოლიციის ეკიპაჟმა ბაიკერს გზა ჩაუკეტა. ამ შემთხვევიდან რამდენიმე წუთში, ყაზბეგის გამზირზე ვიდეოგადაღება დაიწყო ერთ-ერთმა თვითმხილველმა გიორგი მოდებაძემ, რომელიც პოლიციამ იმავე დღეს მათი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, ადმინისტრაციული წესით დააკავა. მოდებაძე მეორე დღეს, 20 ივლისს გაათავისუფლეს. ასევე ნახეთ გაათავისუფლეს თვითმხილველი, რომელიც დაღუპული ბაიკერის საქმეზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს მის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით დგას, როცა მას პოლიციელები უახლოვდებიან. სწორედ ამ დროს წყდება ვიდეოგადაღება. შესაბამისად, არ არსებობს გიორგი მოდებაძესა და პოლიციელებს შორის კომუნიკაციის ამსახველი კადრები. 19 ივლისს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია). იმავე დღეს პროკურატურამ 19 წლის ბაიკერის დაღუპვის საქმეზე პოლიციელი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურის ვერსიით, "19 ივლისს, დაახლოებით 04:35 საათზე, თბილისში, რევი დემეტრაშვილი მისი მართვის ქვეშ მყოფი მოტოციკლით გადაჭარბებული სიჩქარით გადაადგილდებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოსთხოვეს გაჩერება, რასაც იგი არ დაემორჩილა და განაგრძო მოძრაობა ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის მიმართულებით, რა დროსაც შეეჯახა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით მოძრავ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თ...