ისრაელში კვლავ გავიდა ათასობით მოქალაქე ქუჩაში და ჰამასთან (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი ორგანიზაცია) დაუყოვნებლივ შეთანხმება მოითხოვეს მძევლების განთავისუფლებისთვის. გერმანიის რადიო იტყობინება, რომ თელ-ავივში გამართული დემონსტრაციის მონაწილეებმა მოითხოვეს ასევე ღაზის სექტორში ომის დასრულება. მათი აზრით, მხოლოდ ბრძოლების დასრულება მოიტანს მძევლების შინ დაბრუნებას. თვეების განმავალობაში მიმდინარეობს სამშვიდობო მოლაპარაკება ისრაელსა და ჰამასს შორის აშშ-ის, ეგვიპტისა და კატარის შუამავლობით. განიხილება სამეტაპიანი გეგმა. მის მიხედვით, უნდა მოხდეს 120-მდე ღაზაში დატყვევებული მძევლის გაცვლა ისრაელის ციხეებში მყოფ პალესტინელებზე. ამასთან, მოლაპარაკების მიზანია ცეცხლის შეწყვეტა. 7 ოქტომბერს ისრაელის სამხრეთში მოწყობილი თავდასხმის დროს 1200 ადამიანი დაიღუპა. საპასუხოდ ისრაელის მიერ ღაზის სექტორში დაწყებულ ომს, რომელიც 9 თვეზე მეტ ხანს გრძელდება, თითქმის 39 ათასი პალესტინელი შეეწირა. დაშავებულ პალესტინელთა რაოდენობა, ღაზის ჯანდაცვის უწყების თანახმად, 89 ათასს გადასცდა. ასევე ნახეთ გაეროს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ისრაელის მიერ პალესტინელთა ტერიტორიის ოკუპაცია უკანონოა ასევე ნახეთ ჰამასი დათანხმდა მოლაპარაკებას ისრაელელი მძევლების გათავისუფლებაზე ...