აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყოფილმა ექიმმა 20 ივლისს განაცხადა, რომ ტრამპი, როგორც მოსალოდნელი იყო, გამოჯანმრთელების გზაზეა ყურზე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობისგან, რომელიც მან გასულ კვირას მიიღო. 13 ივლისს პენსილვანიაში გამართულ მიტინგზე მისი მიმართულებით ნასროლი ტყვია "თავში მოხვედრას დიუიმის მეოთხედზე (6 მმ) ნაკლებით" ასცდა, თქვა რონი ჯექსონმა, რომელიც ტრამპის პრეზიდენტობის დროს ექიმად მუშაობდა თეთრ სახლში, ახლა კი კონგრესის რესპუბლიკელი წევრია ტეხასიდან. სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ წერილში, ჯექსონმა თქვა, რომ ტყვიის შედეგად მიყენებული ჭრილობა 2 სანტიმეტრის სიგანისაა. Reuters-ის თანახმად, მან თქვა, რომ ნაკერების დადების საჭიროება არ იყო, მაგრამ სახვევი აუცილებელია "ყურის მაღალი სისხლძარღვოვანი ბუნების" გამო. ჯექსონმა თქვა, რომ ტრამპი საჭიროების შემთხვევაში გაივლის დამატებით, მათ შორის, "სმენის საფუძვლიან გამოკვლევას". ასევე ნახეთ ყველა თავდასხმა ამერიკის პრეზიდენტებსა და პრეზიდენტობის კანდიდატებზე ასევე ნახეთ ტრამპი უსაფრთხოდაა პენსილვანიაში სროლის შემდეგ, დაღუპულია ორი ადამიანი, მათ შორის სავარაუდო მსროლელი ...