ბაიდენი წერილში, რომელშიც ის მიმართავს ამერიკელ ხალხს, აცხადებს, რომ თავისი პარტიის და ქვეყნის ინტერესებშია, მოხსნას კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიიდან. “ჩემთვის უდიდესი პატივია ცხოვრებაში, გემსახუროთ პრეზიდენტად. მართალია, კვლავ არჩევას ვესწრაფოდი, ვთვლი, რომ ჩემი პარტიის და ქვეყნის ინტერესებშია, გადავდგე და ჩემი, როგორც პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას დავუთმო მთელი ყურადღება დარჩენილ ვადაში”- ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში. три სოციალურ მედიაში გავრცელებულიდამატებით განცხადებაში, ბაიდენი წერს, რომ ის მხარს უჭერს, კამალა ჰარისი - აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი, დასახელდეს დემოკრატიული პარტიის მიერ კანდიდატად. ბაიდენი დემოკრატებს მოუწოდებს გაერთიანდნენ და “დაამარცხონ ტრამპი”. კამალა ჰარისი ჯო ბაიდენის ვიცეპრეზიდენტია 2020 წლიდან. три აშშ-ის კანონმდებლობით, ამ ქვეყნის ვიცეპრეზიდენტი, პრეზიდენტის სიკვდილის ან გადადგომის შემთხვევაში, ავტომატურად იკავებს პრეზიდენტის თანამდებობას. მაგრამ ვიცეპრეზიდენტის მიერ პრეზიდენტის კანდიდატურის ნაცვლად წამოყენების შემთხვევაში, ეს არ ხდება. ამიტომ აშშ-ის ყველა შტატის დემოკრატმა წარმომადგენლებმა, მათ შეხვედრაზე კენჭი უნდა უყარონ კამალა ჰარისს პრეზიდენტობის კანდიდატურაზე. ასევე ნახეთ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ფოტოებზე კამალა ჰარისმა ბაიდენის ნაბიჯების საპასუხოდ ამერიკელი ხალხის სახელით მადლობა დაუხადა ჯო ბაიდენს მისი "არაჩვეულებრივი ლიდერობისთვის", როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და "ჩვენი ქვეყნისთვის ათწლეულების განმავლობაში გაწეული სამსახურისთვის". ჰარისმა ასევე განაცხადა: "ჩემთვის დიდი პატივია პრეზიდენტის მხარდაჭერა და ჩემი მიზანია დავიმსახურო და მოვიგო ეს ნომინაცია". თუ კამალა ჰარისი დემოკრატიული პარიის კანდიდატად აირჩიეს, 59 წლის ყოფილი პროკურორი და სენატორი კალიფორნიის შტატიდან, ქვეყნის ისტორიაში იქნება პირველი შავკანიანი ქალი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი პარტიის სახელით იყრის კენჭს. ის ადმინისტრაციაში კურირებდა რამდენიმე საკვანძო საკითხს, მათ შორის ემიგრაციას, საარჩევენო სამართალსა და რეპროდუქციის სამართალს. დემოკრატიული პარტიიდან შესაძლო კანდიდატები არიან ასევე გუბერნატორები გევინ ნიუსომი კალიფორნიიდან, გრეტშენ უიტმერი მიჩიგანის შტატიდან და ჯეი ბი პრიცკერი ილინოისიდან. ჰარისს უპირატესობა აქვს ამ პოტენციური კონკურენტების მიმართ იმის გამო, რომ უკვე რამდენიმე კვირაა წინასაარჩევნო კამპანიას ატარებს. მას, ამასთან წვდომა აქვს ათეულობით მილიონ დოლარზე, რომელიც კამპანიის დროს შეგროვდა. ჰარისს მიუღებლობის ისეთივე რეიტინგი აქვს როგორც ბაიდენს. მაგრამ, ექსპერტების აზრით, ის ის ჯერ კიდევ ნაკლებადაა ცნობიდი ამერიკელებისთვის და თა...