ისრაელის სამხედროების თანახმად, მათ გადაიტაცეს რაკეტა, რომელიც იემენიდან იქნა გატყორცნილი 21 ივლისის დილით, რამდენიმე საათის შემდეგ მას მერე, რაც ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა იერიში მიიტანეს ჰუტის მიმდევრების ობიექტებზე. ისრაელის იერიში, რომელიც თელ-ავივში დრონით განხორციელებულ თავდასხმის საპასუხოდ მოხდა, პირველი შემთხვევა იყო, როცა ისრაელმა ჰუტის მიმდევრების თავდასხმებს უპასუხა ჰამასთან (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად შერაცხილი) ღაზის სექტორში ომის დაწყების შემდეგ. ამ დაპირისპირებას შეიძლება ძალადობის გაფართოება და ახალი ფრონტის გახსნა მოჰყვეს მოსისხლე მტრებს - ისრაელსა და ირანის მოკავშირეებს შორის მთელ რეგიონში. 20 ივლისს ისრაელის ავიაციამ საჰაერო იერიში მიიტანა ჰოდეიდის ნავსადგურზე, რომელიც ჰუტის მომხრეთა საყრდენს წარმოადგენს. იემენის ჯანდაცვის უწყების თანახმად ისრაელის ავიაციის თავდასხმას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 83 დაშავდა. ისრაელის სამხედროთა თქმით, ჰოდეიდაზე თავდასხმა იყო ისრაელის სამხედრო ავიაციის მიერ მოწყობილი ერთ-ერთი ყველაზე რთული და შორეული ოპერაცია, რადგან სამიზნეები ისრაელიდან 1700 კილომეტრში მდებარეობს. ისრაელმა განაცხადა, რომ ნავსადგურს დაარტყა, რადგან ეს რაიონი გამოიყენება ჰუტის მიმდევრების მიერ ირანიდან იარაღის მისაღებად. ჰუტის მიმდევრების დაჯგუფება ერთ-ერთი იმათგანია, რომელსაც ირანი უჭერს მხარს და რომელიც ისრაელს თავს ესხმის ჰამასის მიმართ სოლიდარობის ნიშნად მას მერე, რაც 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმას მოჰყვა ღაზის სექტორში მიმდინარე ომი. ასევე ნახეთ ისრაელმა დარტყმა განახორციელა იემენის ნავსადგურზე, რომელსაც ჰუთის მიმდევრები აკონტროლებენ ...