სს "ჰიდროჯენიუსი" 2024 წლის თებერვალში დაფუძნდა. კომპანიის მფლობელები არიან სს „ლეტერენ“ (თინა ბარბაქაძე) და სს „გრევითი ინვესთმენთს“ (კობა ჩეკურიშვილი). კობა ჩეკურიშვილია „ჰიდროჯენიუსის“ დირექტორიც. "მტკვარი ჰესი“ ახალციხის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარზე შენდება.თანაინვესტირების ფონდი ამ ჰესით დაინტერესდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2014 წელს - ფონდმა ჰესი შეისყიდა და მშენებლობა განაახლა. მასში 236 მილიონი დოლარი ჩაიდო. თანაინვესტირების ფონდის ვებსაიტზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ჰესი წლიურად საშუალოდ 259,8 მლნ კვტ.სთ-ს გამოიმუშავებს, რაც საქართველოს მთლიანი ელექტრომოხმარების 1,8%-ია. პროექტის დასრულება წელს იგეგმება. ჰესის გაყიდვის ფასი, გადახდის პირობებისა და მხარეთა ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია საჯარო არ არის. იმისათვის, რომ ეს ინფორმაცია საჯარო რეესტრში არ გამოჩენილიყო, მყიდველმა და შემსყიდველმა ქონების გადაფორმებამდე დადეს „ვრცელი ხელშეკრულება“. „ყველა კერძო საინვესტიციო ფონდის ინტერესი ინვესტიციის განხორციელება და შემდეგ სხვადასხვა მექანიზმის საშუალებით კომპანიის საინვესტიციო წილის გასხვისებაა. ჩვენ რამდენიმე პროექტში სწორედ ამ ეტაპზე მივედით და ვაწარმოვეთ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები ინვესტორებთან. „მტკვარი ჰესის“ პროექტის გასხვისებაც სწორედ ამის მაგალითია“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას თანაინვესტირების ფონდში. „მტკვარი ჰესის“ გაყიდვის შესახებ ინფორმაცია „სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის“ დამფუძნებელმა ირაკლი აბესაძემ გაავრცელა. ბოლო პერიოდის განმავლობაში, ჟურნალისტებისთვის ის არის ხოლმე პირველწყარო ივანიშვილის ქონების რეალიზაციის საკითხებზე. „მიუხედავად იმისა, რომ [ბიძინა ივანიშვილი] ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერს იზამს, თეორიულად მისთვის არაფერია გამორიცხული, მათ შორის ისიც, რომ ქვეყნის დატოვება მოუწიოს... უძრავი ქონების სხვა ქვეყანაში გადატანა შეუძლებელია, ფულის - მარტივია“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ირაკლი აბესაძე, რომელიც წლების წინ თბილისის მერის მოადგილე იყო და ფლობს ინფორმაციას სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტთან დაკავშირებით. სწორედ მისგან გახდა ცნობილი, რომ „მტკვარი ჰესამდე“ ბიძინა ივანიშვილმა გაყიდა მიწები თბილისში, ცათამბჯენების მშენებლობის უფლებით. ასევე ნახეთ წინასაახალწლო "საჩუქარი" - ცათამბჯენები თბილისის წინააღმდეგ ასევე ნახეთ მინდორი გააჩუქეს, ტყე გაყიდეს - აშენდება კორპუსები იპოდრომზეც? „მტკვარი ჰესის“ მშენებლობა იყო საკითხი, რამაც ბიძინა ივანიშვილს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მუშაობასთან დაკავშირებით კითხვები გაუჩინა, - თქვა ივანიშვილის ადვოკატმა თეიმურაზ წიქვაძემ 2023 წლის ივლისში, მას შემ...