სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე დღევანდელი სარაკეტო დარტყმების შედეგად. ქალაქის მერის, იჰორ ტერეხოვის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვს 24 ივლისს, გამთენიისას შეუტიეს, წინასწარი მონაცემებით, ეს-300 ტიპის რაკეტებით. ტერეხოვის თანახმად, დარტყმები იყო საცხოვრებელ და სამრეწველო რაიონებზე. დაზიანებულია სახლები და სხვა შენობები. ხარკოვი უკრაინის იმ ქალაქებს შორისაა, რომლებსაც რუსეთის არმია ყველაზე ხშირად უტევს. ...