ამის შესახებ მეთიუ მილერმა ისაუბრა 24 ივლისს სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე. "თუკი ჩვენს ქმედებებს გადახედავთ, მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ვაპირებთ საქართველოს მთავრობის განსჯას მათივე პოლიტიკის საფუძველზე, ხოლო ჩვენი პოლიტიკა დამოკიდებულია მათ ქმედებებზე. სახელმწიფო მდივანმა [ენტონი ბლინკენმა] გამოაცხადა საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების გადახედვის შესახებ. ნახეთ, რომ დავაწესეთ დამატებითი შეზღუდვები, სანქციები ოფიციალური პირების მიმართ და [ურთიერთობის] გადახედვა გრძელდება. ჩვენ ყოველთვის ვიმედოვნებთ, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხრივ უკუსვლას იწყებს, შეიცვლის კურსს. განსაკუთრებით, როდესაც ვხედავთ, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობა აფიქსირებს კურსის ცვლილების სურვილს. ამავე დროს, ვაგრძელებთ ჩვენი პოლიტიკის განვითარებას იმ რეალური შემთხვევის ირგვლივ, როდესაც ასე არ იქცევიან [კურსს არ ცვლიან]. სწორედ ამას ვაკეთებთ ახლა", - განაცხადა მეთიუ მილერმა. ასევე ნახეთ „გაიწვიეთ კანონი, ჩაატარეთ თავისუფალი არჩევნები“ - აშშ-ის კონგრესში საქართველოზე მოსმენა გაიმართა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტო „აგენტების კანონზე“. ეს კანონი უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან იღებენ დაფინანსებას. არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ნაწილი ამბობს, რომ არ დარეგისტრირდება ღირსების შემლახავ რეესტრში და გამოიყენებს ყველა სამართლებრივ ბერკეტს. კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს დახმარების ნაწილი უკვე შეუწყვიტა ევროკავშირმა, აშშ-მა კი განუსაზღვრელი ვადით გადადო სამხედრო სწავლება. ასევე ნახეთ აშშ-მა საქართველოსთან სამხედრო წვრთნები განუსაზღვრელი ვადით გადადო ასევე ნახეთ აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებას პირი არ უჩანს - სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი თბილისში ...