დიდი ბრიტანეთის ახალმა თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ, რომელიც ბერლინში იმყოფება ვიზიტით, გერმანიასთან ხელი მოაწერა ერთობლივ დეკლარაციას თავდაცვის სფეროში. შეთანხმებაში ორი ქვეყანა კისრულობს ვალდებულებას, უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ საკუთარი თავდაცვითი მრეწველობის განვითარების, ევროპის უსაფრთხოებისა და უკრაინის მხარდაჭერის სფეროებში. გერმანიის თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსთან შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ პრესრელიზში ჰილიმ განაცხადა, რომ დეკლარაცია წარმოადგენს დიდ ბრიტანეთსა და ევროპას შორის ურთიერთობების „გადატვირთვას“ ბრექსიტის შემდეგ. BBC-ს მოჰყავს ჰილის სიტყვები, რომ საქმე ეხება არა უბრალოდ ქაღალდის ფურცელს, არამედ კონკრეტულ ვალდებულებებს. ...