ქედის მუნიციპალიტეტში ერთმანეთს შეეჯახა ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი. ავარიის დროს დაიღუპა მსუბუქი ავტომობილის მგზავრი, დაშავებულია კიდევ ერთი ადამიანი. ავტობუსი ბათუმი-ხულოს რეისზე მუშაობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გამოძიება დაიწყეს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით. ამ მუხლით ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობით ისჯება ადამიანი, რომლის მიზეზითაც ავარიის დროს ადამიანი დაიღუპება. ...