დღეს საღამოს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ოფიციალურად გაიხსნება ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები. ზაფხულის ოლიმპიადის ისტორიაში პირველად გახსნის ცერემონიის ადგილია არა სტადიონი, არამედ მდინარე. ოლიმპიადის მონაწილე ქვეყნების სპორტსმენების აღლუმი მდინარე სენაზე ჩატარდება. ყველა დელეგაციას თავისი ნავი აქვს. ნავები აღჭურვილია ვიდეოკამერებით, რათა მაყურებლებმა, რომლებიც გახსნის ცერემონიას თვალს ტელევიზიით ან ინტერნეტით მიადევნებენ, სპორტსმენების ახლოდან დანახვა შეძლონ. მდინარე სენაზე აღლუმი ცენტრალური ევროპის დროით 19:30 საათზე დაიწყება აუსტერლიცის ხიდთან. სპორტსმენები ნავებით ექვს კილომეტრს გაივლიან ტროკადერომდე, სადაც ოლიმპიადის გახსნის ფინალური შოუ ჩატარდება. პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაში საქართველოდან 28 სპორტსმენი მონაწილეობს. ასევე ნახეთ 28 ქართველი ოლიმპიელი პარიზისკენ მიემგზავრება პარიზში ოლიმპიური მედლებისთვის იბრძოლებს სულ 206 ქვეყნის 10 500 სპორტსმენი. უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთის და ბელარუსის წარმომადგენლებს მხოლოდ ნეიტრალური სტატუსით, დროშებისა და სხვა ეროვნული ატრიბუტიკის გარეშე მონაწილეობის უფლება მისცა. ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები 11 აგვისტოს დაიხურება. ასევე ნახეთ როგორ დატოვა პუტინმა მთელი რუსეთი ოლიმპიური სანახაობის გარეშე ...