27 ივლისს, დილით, ხერსონის ოლქში, დრონი დაეცა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანას - დაჭრილია მძღოლი. ინფორმაციას ხერსონის ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ. თავდასხმაში ისინი რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებენ. 42 წლის დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. გაეროს მონაცემებით, უკრაინაში ორი წლის განმავლობაში, მოკლულია 10 000-ზე მეტი ადამიანი. დაჭრილია 20 ათასზე მეტი. ამასთანავე, გაერო აღრიცხავს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეების წამების, სასტიკი მოპყრობის, გატაცების ფაქტებს. ...