საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება პარიზის ოლიმპიადის გახნის ცერემონიას და ქართველ სპორტსმენებს წარმატებას უსურვებს. „პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე ქართველი სპორტსმენების ხილვით ვამაყობ. საქართველოს გუნდს წარმატებებს ვუსურვებ! დარწმუნებულები ვართ, რომ ოლიმპიური თამაშები ეროვნული სიამაყისა და სიხარულის მომენტებით იქნება სავსე“, - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე. три საქართველოს გუნდი ოლიმპიადაზე 28 სპორტსმენითაა წარმოდგენილი, მათგან 7 ქალია. ასევე ნახეთ 28 ქართველი ოლიმპიელი პარიზისკენ მიემგზავრება 26 ივლისს პარიზში, ზაფხულის 33-ე ოლიმპიური თამაშები გაიხსნა და ის 11 აგვისტომდე გასტანს. ძირითადი შეჯიბრებები პარიზში მოეწყობა, სპორტული ასპარეზობა გაიმართება საფრანგეთის არაერთ სხვა ქალაქში, ხოლო სერფინგის მოყვარულებს სპორტის ამ სახეობაში შეჯიბრების თვალყურის დევნება საფრანგეთის პოლინეზიაში, ტაიტიზე მოუწევთ. ...