კახეთის პოლიციამ ორი პირის მკვლელობის ბრალდებით 32 წლის კაცი დააკავა. მას გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას ედავება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 24 ივლისს, თელავის რაიონის სოფელ ლალისყურში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა 29 წლის არჩილ გაწირიძეს და 52 წლის კახაბერ ზათიაშვილს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე ნახეთ პოლიცია თელავის მუნიციპალიტეტში ორი პირის მკვლელობის საქმეზე 32 წლის კაცს ეძებს ...