კვირას ღამით, კურსკის რეგიონში ნავთობის საცავზე დრონებით შეტევას ხანძარი მოჰყვა. რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, ალექსეი სმირნოვის განცხადებით, საწვავის სამ ავზს ცეცხლი გაუჩნდა., თუმცა ხანძარი მალევე ჩააქრეს. არავინ დაშავებულა. три რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ კვირას ღამით საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა ორი უპილოტო საფრენი აპარატი კურსკის ოლქის ტერიტორიაზე და ხუთიც ბელგოროდის რეგიონში. მოსკოვის დროით დაახლოებით დილის შვიდ საათზე კი საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა ორი თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონის თავზე. რუსეთის ის რეგიონები, რომლებიც უკრაინის საზღვართან ახლოსაა, ბოლო თვეების განმავლობაში თითქმის ყოველდღიურად იბომბება. რუსული მხარე ამაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს. უკრაინის სარდლობა, როგორც წესი, თავდასხმებზე კომენტარს არ აკეთებს. ...