რამდენიმე საათიანმა გადაუღებელმა წვიმამ ლაგოდეხის სოფელ ჭიაურში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა. წვიმასთან თან ახლდა ძლიერი ქარი და სეტყვა. ოცამდე საცხოვრებელ სახლს სახურავი აქვს გადახდილი. დაისეტყვა სასოფლო სამეურნეო სავარგულები - საზამთროს და ნესვის ბაღები, ასევე სიმინდის ყანები. три “რიცა დაზუსტებული მონაცემები გვექნება, მერია დაეხმარება იმ ოჯახებს ვისაც ინფრასტრუქტურული ზიანი მიადგა”, - აცხადებს იგი. ბოლო ერთი თვის განმავლობაში სტიქიამ ლაგიდეხის მუნიციპალიტეტი მესამედ დააზარალა. ...