„მთავრობის მეთაურმა ინაუგურაციაზე დასწრებასთან დაკავშირებით ირანის ისლამური რესპუბლიკიდან ოფიციალური მიწვევა მიიღო. ცერემონიას, რომელიც ირანის მეჯლისში გაიმართება, 70 უცხოური დელეგაცია დაესწრება“, - აღნიშნავს პრესსამსახური. ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად, საქართველოდან პრემიერ-მინისტრთან ერთად ირანში გაემგზავრება პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი. მასუდ ფეზეშქიანის ირანის პრეზიდენტად ინაუგურაციის ცერემონია თეირანში დღეს, 30 ივლისს იმართემა. ასევე ნახეთ ირანის ახალი „პრინციპული რეფორმისტი“ პრეზიდენტი ირანის ახალი პრეზიდენტი რიგგარეშე არჩევნებით აირჩიეს. მოქმედი პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის ავიაკატასტროფაში დაღუპვის გამო. ასევე ნახეთ ვინ იყო და რას ცვლის პრეზიდენტ რაისის სიკვდილი ირანის პოლიტიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად თეირანში 22 მაისს ჩავიდა. ასევე ნახეთ პრემიერი კობახიძე ირანის პრეზიდენტის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად თეირანში ჩავიდა ...