შემთხვევა გუშინ, 29 ივლისს, მოხდა. „გარდაიცვალა მალე, 500 მეტრი გაუვლია... [მთის ასპიტს] იჭერდა და უშვებდა - ეთამაშებოდა და უკბინა. ჩვენთან ტყეა, ჯვარს უწოდებენ, მანდ ისვენებდა, ოჯახთან ერთად იყო ჩამოსული“, - ამბობს მერის წარმომადგენელი. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია ადგილობრივზე დაყრდნობით წერს, რომ გველი ტურისტს ეკუთვნოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მუხლით. როცა არ იკვეთება სავარაუდო დანაშაულის კვალი, როგორც წესი, გამოძიება ამ კვალიფიკაციით იწყება. ...