24 წლის ქართველი ძიუდოისტი (-81კგ) ტატო გრიგალაშვილი პარიზის ოლიმპიადაზე, ფინალში, მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონთან, იაპონელ ტაკანორი ნაგასესთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი აიღო. ეს პირველი მედალია, რომელიც საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა 2024 წლის ოლიმპიადაზე მოიპოვა. გრიგალაშვილმა ფინალისკენ მიმავალ გზაზე შემდეგ სპორტსმენებს სძლია: 1/2 ფინალი - სამხრეთ კორეელი იონ ჰვან ლი; 1/4 ფინალი - ტაჯიკი სომონ მახმადბეკოვი; 1/8 ფინალი - ავსტრიის წარმომადგენელი ვახიდ ბორჩაშვილი; 1/16 ფინალი - მოლდაველი მიჰაილ ლატისევი. ტატო გრიგალაშვილი ქართული სპორტის ისტორიაში პირველი ძიუდოისტია, რომელსაც ზედიზედ სამჯერ აქვს მოგებული მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. გრიგალაშვილი ამავე დროს ევროპის სამგზის ჩემპიონია. ქართველი ძიუდოისტები აგრძელებენ პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე გამოსვლას. 31 ივლისს იჭიდავებს მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი (-90 კგ) ლაშა ბექაური. ...