30 ივლისს პარიზის ოლიმპიადის ორგანიზატორებმა გადადეს კაცების ასპარეზობა ტრიათლონში, მდინარე სენაში წყლის ხარისხით შეშფოთების გამო. ტრიათლონი არის სპორტის კომპლექსური და ერთ-ერთი ყველაზე რთული სახეობა, რომელიც მოიცავს ველორბოლას, ცურვასა და მარათონულ რბენას. ისინი იმედოვნებენ, რომ ამ შეჯიბრის საცურაო ნაწილის გაგრძელება შესაძლებელი გახდება უახლოეს დღეებში. სენაში წყლის გაწმენდის ძვირადღირებული სამუშაოები ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე დიდხანს გრძელდებოდა. ოლიმპიადის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ შეეცდებიან, კაცების ტრიათლონი სამშაბათის ნაცვლად ოთხშაბათს, 31 ივლისს, ჩაატარონ. ქალებს შორის შეჯიბრიც ამ დღესაა დანიშნული, მაგრამ ორივე მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიმართება, თუ წყლის ანალიზი ნაწლავის ჩხირისა (E. coli) და სხვა ბაქტერიების დასაშვებ დონეს აჩვენებს მდინარის წყალში. 1 აგვისტო, პარასკევი, სათადარიგო თარიღია ტრიათლონისტებისთვის. თუმცა სამშაბათ ღამიდან ხუთშაბათამდე მოსალოდნელია ქარიშხალი ან წვიმა, რამაც შესაძლოა გაართულოს ასპარეზობის გადავადება, რადგან წვიმას, ზოგადად, ბაქტერიების დონის მატება მოჰყვება სენაში. 2024 წლის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ცხრა დღით ადრე, პარიზის მერმა ანნ იდალგომ მდინარე სენაში იცურავა იმის დასამტკიცებლად, რომ საფრანგეთის დედაქალაქის გადამკვეთი მდინარის წყალი შესაფერისია შეჯიბრებებისთვის. ასევე ნახეთ პარიზში გაიხსნა ოლიმპიური თამაშები ასევე ნახეთ პარიზის მერმა სენაში იცურავა იმის დასამტკიცებლად, რომ მდინარის წყალი ვარგისია შეჯიბრებისთვის ...