მოსკოვის სასამართლომ დაუსწრებლად ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა უკრაინელ მსახიობს, ადრიანა კურელეც-კმეტიუკს, იმ ვიდეოფილმში გადაღებისთვის, რომელშიც რუსი სამხედროს ნამგლით მოკვლაა გათამაშებული. ამის შესახებ სასამართლოს დარბაზიდან იტყობინება "მედიაზონა". 2022 წლის აპრილში, კურელეც-კმეტიუკი გადაიღეს სოციალურ რეკლამაში, რომელშიც ის ამბობს სიტყვებს: “ჩვენ ჩვენს სისხლიან მოსავალს ვიღებთ“ და ამ დროს ნამგლით ყელს ჭრის მსახიობს, რომელსაც „ტელნიაშკა“ (რუსი მატროსებისთვის დამახასიათებელი მაისური) აცვია. ვითომ სამხედრო სანამ კვდება, ვიდეოს გმირი ამბობს, რომ უკრაინის ქალაქებში ხალხის დახოცვისთვის იგივე მოელის ყველა რუს სამხედროს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბასტრიკინმა ეს ვიდეო ექსტრემისტული ორგანიზაციის, „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ გადაღებულ ვიდეოებს შეადარა. სასამართლოს თავმჯდომარემ კი ჩათვალა, რომ რეკლამა სიძულვილის გაღვივებას იწვევს. გაეროს მონაცემებით, ორწლიანი ომის განმავლობაში უკრაინაში ათი ათასზე მეტი ადამიანია მოკლული. გაერომ აღნუსხა რუსი სამხედროების მიერ უკრაინაში სამოქალაქო პირების სიკვდილით დასჯის, გატაცების, წამების, სასტიკი მოპყრობისა და თვითნებური დაკავების შემთხვევები. ასევე ნახეთ მიხაილო პოდოლიაკი რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებას“ ეშმაკთან გარიგებას“ ადარებს ...