კამალა ჰარისს, ამჟამად აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, დემოკრატიული პარტიიდან აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად დაამტკიცებენ ელექტრონული კენჭისყრით, რომელიც 1 აგვისტოდან გაიმართება და შეცვლის უშუალო კენჭისყრას, რომლითაც იწყებოდა ხოლმე პარტიის ყრილობა. ორ კვირაზე ნაკლებ დროში მას მერე, რაც ჯო ბაიდენმა შეწყვიტა ამერიკის პრეზიდენტად კიდევ ერთი ვადით არჩევის მცდელობა, მისი 52 წლის ვიცე-პრეზიდენტი მთლიანად აკონტროლებს პარტიას და არის ერთადერთი დემოკრატი, რომელსაც ნოემბრის არჩევნებში შეუძლია მეტოქეობა გაუწიოს რესპუბლიკური პარტიის კანდიდატს, დონალდ ტრამპს. ოთხი ათასზე ოდნავ ნაკლებმა დელეგატმა, აქტივისტებმა და პოლიტიკოსებმა, რომელთა გამოყოფა პრაიმერიზის დროს მოხდა, გააგზავნეს ხელმოწერები, რითაც მიემხრნენ ჰარისს, რომ ის ხუთდღიანი ელექტრონული კენჭისყრის ბიულეტენში იქნეს შეყვანილი. ასევე ნახეთ ვინ არის კამალა ჰარისი ...