მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა 1 აგვისტოს გამარჯვებულად ოპოზიციის კანდიდატი, ედმუნდო გონსალესი აღიარა, ვენესუელის საარჩევნო უწყებას მტკიცებულებების წარდგენა უწევს. ამ მტკიცებულებებით კომისიამ უნდა გაამყაროს თავისი გადაწყვეტილება, როცა ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტი ნიკოლას მადურო გამოაცხადა გამარჯვებულად და კენჭისყრის ოფიციალური შედეგების დისკრედიტაცია მოახდინა. AP-ის ცნობით, აშშ-ის განცხადება მოჰყვა მრავალი სახელმწიფოს - მათ შორის მადუროს ახლო მოკავშირეების - მოწოდებებს ვენესუელის საარჩევნო საბჭოს მისამართით, გამოაქვეყნოს ხმების დათვლის დეტალური შედეგები, როგორც ეს წინა არჩევნების დროს გააკეთა. ასევე ნახეთ ვენესუელაში აპროტესტებენ არჩეულ პრეზიდენტად მადუროს გამოცხადებას ...