საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შოვის ტრაგედიის წლისთავს ეხმაურება. „როცა ტრაგედიაზე სწავლობს, ზომებს იღებს, რომ ასეთი არ განმეორდეს, როცა მსხვერპლს არ ივიწყებს და უსაფრთხო მომავალზე ზრუნავს, ამას ჰქვია სახელმწიფო!“ - წერს პრეზიდენტი ფეისბუკის პირად გვერდზე. „შოვის ტრაგედია არ გვავიწყდება!“ - წერს იგი. три შოვის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა. 2023 წლის 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე გლაციალური ღვარცოფი ჩამოწვა. მომხდარ სტიქიას 33 ადამიანი ემსხვერპლა. ერთი არასრულწლოვანი დღემდე დაკარგულად ითვლება. ასევე ნახეთ შოვს პერსპექტივა არ აქვს - რა ირკვევა მთავრობის დასკვნიდან გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნით, რომელიც 2024 წლის თებერვალში გამოქვეყნდა, შოვში მომხდარი ტრაგედიის თავიდან აცილება „შეუძლებელი იყო“, გაფრთხილების სისტემა კი სტიქიით გამოწვეულ მძიმე შედეგებს ვერ შეარბილებდა. გამოძიება კი ჯერაც არ დასრულებულა. ასევე ნახეთ შოვი - გამქრალი კურორტი ასევე ნახეთ შოვის ტრაგედია - რამე ვისწავლეთ? ასევე ნახეთ საქართველო სტიქიებისთვის მზად არ არის - კავკასიონის მყინვარები დნება ...