რუსეთში დაიწყეს SMS შეტყობინებები, რომლებიც მოქალაქეებს უკრაინის ფრონტზე წასვლისკენ მოუწოდებენ. შეტყობინებები მოდის ნომრიდან 117-ი. ტექსტი ყველა შემთხვევაში იგივეა: "გააფორმეთ ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროსთან: დაუყოვნებლივ 800 ათასი რუბლიდან და შეღავათებით. დარეკეთ 117-ზე!" შეტყობინებების მიღების თაობაზე „მედუზა“ და „სოტა“ იუწყებიან. ამ ნომერზე დარეკვისკენ მოქალაქეებს მოუწოდებენ რუსეთის სამხედრო უწყების ოფიციალური რესურსები, რომელიც აქტიურად ახდენენ ადამიანების გადაბირებას უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად. ხუთშაბათს, რუსულმა ტელეგრამის არხებმა, წყაროზე ( "ვ ტელეკომ-სრედა“) დაყრდნობით დაწერეს, რომ 117 ნომრიდან შეტყობინებები, რომლებიც მოქალაქეებს კონტრაქტების გაფორმებას სთავაზობენ, 1 აგვისტოდან ყველა რუს მობილურ ოპერატორს გაეგზავნება. ბიბისის რუსული სამსახურისა და გამოცემა „მედიაზონის“ ის ბოლო ანგარიშით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი რუსული ანექსიის დაწყებიდან ომში სულ მცირე 61 009 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. საუბარია მხოლოდ მათზე, ვისი სახელებიც იდენტიფიცირებულია. რუსეთის არმიის რეალური დანაკარგი შესაძლოა მნიშვნელოვნად უფრო მაღალი იყოს. რუსეთის არმიამ ექვს თვეში უკრაინის მიწაზე 10 ათასზე მეტი სამხედრო დაკარგა. ასევე ნახეთ რუსეთის არმიამ ექვს თვეში უკრაინის მიწაზე 10 ათასზე მეტი სამხედრო დაკარგა - ჟურნალისტური ანგარიში ...