ისრაელის ქალაქ ჰოლონში კვირას გამვლელებზე დანით თავდასხმა მოხდა. ადგილზე ერთი ქალი დაიღუპა, მისი ქმარი სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა. მედიის ინფორმაციით, წყვილი დილით, როდესაც თავდასხმა მოხდა, სარბენად იყო გამოსული. კიდევ ორი დაზიანებული ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა. The Jerusalem Post-ის ინფორმაციით, ეს არის 34 წლის პალესტინელი, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს მკვიდრი, რომელიც ისრაელში შესვლის ნებართვის გარეშე იმყოფებოდა. მანამდე ის არ მოქცეულა პოლიციის ყურადღების ცენტრში. ისრაელის პოლიციის წარმომადგენელმა ელი ლევიმ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ბოლო დღეებში პოლიციაში შედის ათობით გაფრთხილება შესაძლო ტერაქტებისა და სოციალურ ქსელებში ტერორიზმისკენ მოწოდებების შესახებ. მან ასევე ურჩია ისრაელელებს, რომლებიც კანონიერად ფლობენ იარაღს, თან იქონიონ ის. ...