რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკით, ქალთა მიმართ დანაშაულის მკვეთრი ზრდა მოხდა ჩრდილოეთ ოსეთში, ყარაჩაი-ჩერქეზეთსა და დაღესტანში. რეგიონების მიხედვით კი დაზარალებულ ქალთა სტატისტიკა ასე გამოიყურება: სტავროპოლის ტერიტორიაზე - 4,863; ჩრდილოეთ ოსეთში - 885; ყარაჩაი-ჩერქეზეთი - 820; ჩეჩნეთი - 217; ინგუშეთში -139. ჩრდილოეთ კავკასიაში სამართალდამცავი ორგანოები ხშირად უგულებელყოფენ ოჯახში ძალადობას და ზოგჯერ ეხმარებიან მდევნელებს მსხვერპლის პოვნაში. ამისათვის, მაგალითად, ქალებს აცხადებენ "დაკარგულად" ან განზრახ ადანაშაულებენ ქურდობაში. 2022 წელს დაღესტნელი ნათესავები შეეცადნენ აიშატ ჰირამაგომედოვას გატაცებას კრიზისულ ცენტრ „კრეპოსტიდან“, სადაც იგი ოჯახში ძალადობას გაქცეული აფარებდა თავს. მამა და ძმა აიშატს ქუჩაში დაესხნენ თავს, შემდეგ მამამ პოლიციის განყოფილებაში სცემა. ასევე ნახეთ სომხეთში დააკავეს ახალგაზრდა ქალი, რომელიც ინგუშეთიდან ოჯახში ძალადობას გაექცა „თუ არ დაბრუნდებით, მომკლავენ“ - იურისტს ძალადობის მსხვერპლი ინგუში ქალის დახმარებისთვის ემუქრებიან უკან დასახევი გზის გარეშე: როგორ ცდილობენ კავკასიელი ქალები საზღვარგარეთ გაქცევას ინგუშეთში ოჯახისთვის „სირცხვილის ჩამოსარეცხად“ ძმამ და მოკლა ქალები ჩეჩნეთიდან და ინგუშეთიდან შვილების სანახავად ევროპის სასამართლოს მიმართავენ დები, რომლებიც თბილისმა მოიმწყვდია ...