დღეს, 5 აგვისტოს დილით, ტოკიოს საფონდო ბირჟის გახსნისას მკვეთრი, 11,6%-იანი ვარდნა განიცადა Nikkei-ს ინდექსმა. მიზეზად დასახელებულია ინვესტორების შიში, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში შესაძლო რეცესიას და იაპონური ვალუტის, იენის, გამყარებას უკავშირდება. Nikkei იაპონიის 225 წამყვანი კომპანიის აქციათა კურსის მდგომარეობას ასახავს. დღევანდელი ვაჭრობის პროცესში ვარდნამ 12%-ს გადააჭარბა და ინდექსმა 4000-ს პუნქტზე მეტი დაკარგა, რაც 1987 წლის „შავი ორშაბათის" მაჩვენებელზე მეტია. ...