გაერომ განაცხადა, რომ პალესტინელი ლტოლვილების სააგენტოს (UNRWA) ცხრა თანამშრომელი გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც შიდა გამოძიებამ დაადგინა, რომ ისინი შესაძლოა ჩართული იყვნენ შარშან 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმაში. ჰამასი ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ. გაეროს გენერალური მდივნის სამსახურმა ამის შესახებ 5 აგვისტოს განაცხადა. მას არ დაუკონკრეტებია UNRWA-ს თანამშრომლების სავარაუდო როლი თავდასხმაში. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ცხრა თანამშრომელთა შორის შვიდი ადრე იყო გათავისუფლებული ამავე ეჭვის გამო. ასევე ნახეთ გაეროს ხელმძღვანელი პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს დაფინანსებას ითხოვს ...