იდენტიფიცირების შემდეგ ნეშტები სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი იმართება. სამოქალაქო პანაშვიდი თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში „16 ოჯახს, ვისაც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში გაურკვევლობაში უწევდა ცხოვრება, მიეცა შესაძლებლობა, პატივი მიეგოთ თავიანთი გარდაცვლილი ახლობლებისთვის. ჩვენ ვუსამძიმრებთ ამ ოჯახების წევრებს“, - განაცხადა ICRC-ის საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ანნ მონტავონმა. სამოქალაქო პანაშვიდი თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით 2010 წლიდან მოქმედებს აფხაზეთის ომის დროს და შემდგომ პერიოდში დაკარგული ადამიანების მოძიებაზე მომუშავე საკოორდინაციო ჯგუფი. 2013 წლიდან 543 ადამიანის ნეშტია მოძიებული, აქედან 301 ამოცნობილია და გადაეცა ოჯახებს. სამოქალაქო პანაშვიდი თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 1849 ადამიანი - სამხედრო და სამოქალაქო პირები. ...