ნობელის პრემიის ლაურეატი მუჰამედ იუნუსი უხელმძღვანელებს ბანგლადეშის დროებით მთავრობას - ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა შეიხ ჰასინამ ქვეყანა დატოვა მასშტაბური ამბოხების პირობებში, რომელსაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა და სამხრეთ აზიის ეს სახელმწიფო ქაოსის პირას მიიყვანა. გადაწყვეტილება მუჰამედ იუნუსის დროებით პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ 7 აგვისტოს, დილით, გამოაცხადა ჯოინალ აბედინმა, ქვეყნის ნომინალური პრეზიდენტის, მოჰამად შაჰაბუდინის პრესმდივანმა. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ სამხედრო ხელმძღვანელები, სტუდენტთა აქციების ორგანიზატორები - რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ჰასინას განდევნაში ხელისუფლებიდან - ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. მუჰამად იუნუსი, რომელიც ჰასინას ვეტერანი პოლიტიკური ოპონენტია, პარიზიდან ბანგლადეშში მალე უნდა დაბრუნდეს. იუნუსი ბანგლადეშელი ბიზნესმენი, ბანკირი, ეკონომისტი და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერია. მას 2006 წელს მიენიჭა ნობელის პრემია, Grameen Bank-ის დაარსებისა და მიკროკრედიტისა და მიკროდაფინანსების კონცეფციათა დანერგვისთვის. ასევე ნახეთ ნობელის პრემიის ლაურეატი მუჰამედ იუნუსი შესაძლოა ბანგლადეშის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდეს ...