2008 წლის აგვისტოს ომის მუზეუმი საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, სოფელ ერგნეთში, ომის დროს თითქმის სრულად განადგურებული სახლის სარდაფში, შვიდი წლის წინ გაიხსნა. „ძალიან შთამბეჭდავი და მტკივნეული მომენტია აქ მოსვლა… ეს არის მეხსიერება, რისი დაკარგვა არ შეიძლება, არც შეგუება არ შეიძლება. ეს არ არის მოცემულობა, ეს არის, რასაც არასდროს არ შევეგუებით… არშეგუება ნიშნავს იმას, რომ ყოველდღიურად უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, თუ რისი გაკეთება შეიძლება“, - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა. три 2008 წლის აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო. ომის დროს დაიჭრა 1747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი. 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საქართველომ კონტროლი დაკარგა 189 სოფელზე, მათგან 125 ისევ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშაა. ...