შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა, კიევისგან განმარტებები მოეთხოვა კურსკის ოლქზე იერიშის თაობაზე. ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა ბრიფინგზე. კირბიმ დასძინა, რომ არაფერი შეცვლილა აშშ-ის პოლიტიკაში უკრაინის შეტევებთან დაკავშირებით რუსეთის ტერიტორიაზე: ვაშინგტონი უშვებს დარტყმებს აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენებით რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის კიევს. ასევე ნახეთ ვანო ნადირაძე: გიორგი ფარცვანია ხელმძღვანელობდა კურსკში ერთ-ერთი სადაზვერვო ჯგუფის შესვლას თავის მხრივ, ევროკომისიის წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, პეტერ სტანომ განაცხადა, რომ უკრაინას აქვს კანონიერი უფლება, დაიცვას საკუთარი თავი, მათ შორის აგრესორზე დარტყმით მის ტერიტორიაზე. უკრაინის ხელისუფლებას ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი კურსკის რეგიონზე თავდასხმის შესახებ. უკრაინის შეიარაღებული ძალების რეგულარული ნაწილები 6 აგვისტოს შეიჭრნენ კურსკის ოლქის სუჯის რაიონში. სააგენტოს ბოლო შეფასებით, უკრაინას კურსკის ოლქის ტერიტორიის 350 კვადრატული კილომეტრი აქვს დაკავებული. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ხელში ჩაიგდეს სუჯის გაზის გამზომი სადგური, რომლითაც ხდება ევროპაში გაზის ტრანზიტი უკრაინის ტერიტორიის გავლით. ამ მონაცემების ოფიციალური დადასტურება არ მოიპოვება. ასევე ნახეთ ვლადიმირ პუტინმა კიევის მასშტაბური პროვოკაცია უწოდა კურსკის ოლქში მიმდინარე მოვლენებს მედია სუჯის რაიონის ხუთი მცხოვრების დაღუპვის შესახებ წერს. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაბომბვის შედეგად დაშავდა 30-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ექვსი ბავშვი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეჭრას „მასშტაბური პროვოკაცია“ უწოდა და მთავრობას მშვიდობიანი მოსახლეობის დახმარების გაწევა დაავალა. კურსკის ოლქის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ...