ბანგლადეშის შემდგომი ლიდერი მუჰამად იუნუსი უცხოეთში მოგზაურობიდან სამშობლოში დაბრუნდა, რათა 8 აგვისტოს დროებითი პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავოს. მანამდე მან მოუწოდა მოსახლეობას, შეინარჩუნონ სიმშვიდე და მოემზადონ ქვეყნის აღდგენისთვის იმ ამბოხების შემდეგ, რომელსაც მოჰყვა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, შეიხ ჰასინის 15-წლიან მმართველობის დასრულება. იუნუსი დროებით ლიდერად მას მერე დაინიშნა, რაც მოლაპარაკება გამართეს სამხედრო მოხელეებმა, სამოქალაქო ლიდერებმა და სტუდენტთა აქტივისტებმა, რომლებიც მეთაურობდნენ ამბოხებას. გადაწყვეტილება მუჰამედ იუნუსის დროებით პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ 7 აგვისტოს, დილით, გამოაცხადა ჯოინალ აბედინმა, ქვეყნის ნომინალური პრეზიდენტის, მოჰამად შაჰაბუდინის პრესმდივანმა. იუნუსმა თავისი პირველი საჯარო განცხადება გააკეთა 7 აგვისტოს პარიზში, რის შემდეგ სამშობლოში გაემართა. მის მიერ ფიცის დადების ცერემონია პრეზიდენტ მოჰამად შაჰაბუდინთან ერთად 8 აგვისტოსთვის დაიგეგმა. მუჰამად იუნუსი ბანგლადეშელი ბიზნესმენი, ბანკირი, ეკონომისტი და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერია. მას 2006 წელს მიენიჭა ნობელის პრემია, Grameen Bank-ის დაარსებისა და მიკროკრედიტისა და მიკროდაფინანსების კონცეფციათა დანერგვისთვის. ასევე ნახეთ ბანგლადეშის დროებით მთავრობას ნობელის პრემიის ლაურეატი იუნუსი უხელმძღვანელებს ...