უკრაინის ქალაქ სევასტოპოლიდან, რომელიც 2014 წლიდან რუსეთის მიერაა ანექსირებული, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შესახებ იუწყებიან. პირველი ცნობა დღეს, 9 აგვისტოს, გამთენიისას, ტელეგრამით გაავრცელა სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორმა მიხაილ რაზვოჟაევმა. მისი ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ზღვის თავზე რამდენიმე უკრაინული დრონი უკვე ჩამოაგდეს. რაზვოჟაევის თანახმად, „ყველა სამსახური მოყვანილია საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაში“. ე.წ. გუბერნატორმა სევასტოპოლის მცხოვრებთ უსაფრთხო ადგილებში დარჩენისკენ მოუწოდა. ასევე ნახეთ რუსეთის ლიპეცკის ოლქში აფეთქებები იყო, დაწყებულია ევაკუაცია განახლება: დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყირიმის თავზე გაანადგურა ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი და ასევე შვიდი უეკიპაჟო კატერი, რომლებიც ყირიმის ნახევარკუნძულისკენ მიემართებოდნენ. უკრაინას ქალაქ სევასტოპოლსა და ყირიმის ნახევარკუნძულზე დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. ...