პრესსამსახურის ინფორმაციით, ისინი შეხვდებიან საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. სენატორი და კონგრესმენი ასევე გაეცნობიან აშშ-ის მთავრობის პროგრამებს, რომლებიც მხარს უჭერს იძულებით გადაადგილებულ პირებს, მეწარმეებსა და სტუდენტებს. „შეერთებული შტატები რჩება სრულად ჩართული და ერთგული საქართველოს ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერაში“, - აღნიშნავს საელჩო. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს დღეს შეხვდება. ასევე ნახეთ იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით - აშშ-ის პრეზიდენტი ზურაბიშვილს ეს არის აშშ-ის სენატორისა და კონგრესმენის პირველი ვიზიტი მას შემდეგ, რაც „აგენტების კანონის“ მიღების შემდეგ აშშ-მა საქართველოს დაფინანსების ნაწილი შეუჩერა. უცნობია, უკავშირდება თუ არა მათი ვიზიტი „აგენტების კანონის“ მიღებას. საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტო „აგენტების კანონზე“. ეს კანონი უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან იღებენ დაფინანსებას. კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს დახმარების ნაწილი უკვე შეუწყვიტა ევროკავშირმა, აშშ-მა კი განუსაზღვრელი ვადით გადადო სამხედრო სწავლება. ასევე საუბარია იმ პროექტების შეჩერებაზე, რომლებსაც აშშ საქართველოში დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ახორციელებდა. ასევე ნახეთ აშშ საქართველოს მთავრობას უჩერებს 95 მილიონ დოლარზე მეტის დახმარებას ასევე ნახეთ „იქნება სხვა ნაბიჯებიც“ - ევროკავშირმა საქართველოს 30 მილიონი ევროს დახმარება შეუჩერა ასევე ნახეთ აშშ-მა საქართველოსთან სამხედრო წვრთნები განუსაზღვრელი ვადით გადადო ასევე ნახეთ დანიამ საქართველოს სამხედრო დახმარების ოთხწლიანი პროგრამა შეუჩერა - თეონა აქუბარდია 1 აგვისტოს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რობინ დანიგანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ, მიუხედავად საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებისა, შტატები კვლავ აგრძელებს ქართველი სტუდენტების, მასწავლებლების, ფერმერების, მცირე ბიზნესის მფლობელების, სამოქალაქო აქტივისტების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დახმარებას. ასევე ნახეთ საქართველოს თავდაცვის ძალების მიმართ ჩვენი დახმარება გაგრძელდება - აშშ-ის ელჩი ...