კურსკის ოლქში, სადაც მეოთხე დღეა სახმელეთო ბრძოლა მიმდინარეობს და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, „გრძელდება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების შეჭრის მცდელობა“, გადაისროლეს აფხაზი და ოსი მოხალისეები. „უმაღლესმა მთავარსარდალმა (ვლადიმირ პუტინი - რედ.) კურსკის ოლქის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ჩვენ სახმობად დიდი დროა არაა საჭირო, გამოვცხადდით დასახმარებლად“, - ნათქვამია „დონბასის ველური დივიზიის“ შეტყობინებაში. მისი მეთაური აფხაზი მებრძოლი ახრა ავიძბაა. "ბატალიონ „სარმატის" პირადი შემადგენლობა, როგორც რუსეთის მოხალისეთა კორპუსის "დონბასის ველური დივიზიის" ნაწილი, გადავიდა კურსკის ოლქში საბრძოლო შეხების ხაზზე მტრის სამხედრო ფორმირებების გასანადგურებლად. ჩვენ გავიმარჯვებთ“, - ნათქვამია ოსური ბატალიონის ტელეგრამში გავრცელებულ ინფორმაციაში. დამატებითი დეტალები არ ხმაურდება. три 2023 წლის ნოემბერში ახრა ავიძბამ „დონბასის ველური ბატალიონის“ შექმნის შესახებ განაცხადა. „ჩვენ გავფართოვდით, „პიატნაშკა“ ერთი დანაყოფია. ხალხი რომ არ შევზღუდოთ, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ „დონბასის ველური დივიზია“, რომელშიც სხვა დანაყოფებიც შედიან“, - თქვა მან. три ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ყოფილი ე.წ. ლიდერი ანატოლი ბიბილოვი 2023 წელს ამბობდა, რომ დე ფაქტო სამხრეთი ოსეთიდან 1100 მოხალისე მონაწილეობს რუსეთის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის შემადგენლობაში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 8 აგვისტოს განაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებები გრძელდება კურსკის ოლქის სუჯის და კორენევსკის რაიონებში. ეს ტერიტორია უკრაინის სუმის ოლქს ესაზღვრება. რუსეთმა 6 აგვისტოს გამოაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები კურსკის ოლქის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. 7 აგვისტოდან კურსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ამოქმედდა. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა კურსკის ოლქში განვითარებულ მოვლენებს „კიევის რეჟიმის მასშტაბური პროვოკაცია“ უწოდა. რუსეთის გენშტაბის უფროსი გერასიმოვი პუტინს დაჰპირდა, რომ ოპერაცია უკრაინის ძალების „სრული განადგურებით" დასრულდება. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო და გენერალური შტაბი ოფიციალურად არაფერს ამბობენ. ამასთან, 8 აგვისტოს უკრაინის არმიის მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც მედიამ კურსკის ოპერაციაზე მინიშნებად შეაფასა. კერძოდ, სირსკიმ გამოაქვეყნა რამდენიმე სამხედროსთან ერთად ტყის ბილიკზე გადაღებული ფოტო, წარწერით, რომ გამსვლელ რაიონში მუშაობს. როგორც გამოცემა „უკრაინსკა პრავდა" წერს, ასე უწოდებენ ადგილს, საიდანაც ქვედანაყოფები შეტევაზე გადასვლას იწყებენ. 8 აგვისტოს, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ოლექსანდრ სირსკისგან მიიღო სამი...