„ნაცმოძრაობის სიცრუის ტექნოლოგია უცვლელია. ფეიკ-ნიუსები, ცრუ ბრალდდებებზე აგებული საჩივრები და რაც მთავარია, გაუთავებელი სატელეფონო ზარები კენიის სხვადასხვა უწყების მაღალჩინოსნებთან (ქვეყნის პრეზიდენტის ჩათვლით), მიზნად ისახავდა ამ უნიკალური პროექტის ჩაშლას. პროცესის შესაფერხებლად უხმობდნენ ცრუ დაქირავებულ ექსპერტებს, აყალბებდნენ ფაქტებს, კენიურ ბაობაბებს ასაღებდნენ წითელ წიგნში შეტანილ მადაგასკარულ ბაობაბებად“, - წერია პარკის განცხადებაში. პარკის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ ამ მიზეზით ხეების გადმორგვა დროში გაიწელა და გრუნტიდან 2021 წელს ამოღებულმა ბაობაბებმა, „ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებების“ გამო, 2023 წლის ოქტომბრამდე ვერ მიაღწია საქართველომდე. მათი ჩარგვა 8 ნოემბერს შეძლეს: „იქამდე კი აფრიკელ „გიგანტებს“ მოუწიათ ამოთხრილ მდგომარეობაში თითქმის ორწლიანი მოცდა მათთვის სრულიად შეუსაბამო გარემო პირობებში, სადაც მათ შესაბამისი მოვლა-პატრონობაც მოაკლდათ. სამწუხაროდ მსგავს სტრესს შეუმჩნევლად არ ჩაუვლია ამ უნიკალური მცენარეებისთვის და საქართველოში გრუნტში ჩარგვიდან 6-7 თვის გასვლის შემდეგ რვავე ბაობაბის ხე გახმა“. დენდროლოგიურ პარკში აღნიშნავენ, რომ ბაობაბები საქართველოში ადრეც გადმორგულა და „პროცესი ადექვატურ ვადებში წარიმართა, შესაბამისი პირობების შექმნით ყველა ხემ გაიხარა“. три შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. პარკი 2020 წლიდან ფუნქციონირებს და ვიზიტორებისთვის უფასოა. დენდროლოგიურ პარკში გადმორგულია სხვადასხვა ეკოსისტემისთვის დამახასიათებელი ხეები და ბინადრობენ სხვადასხვა სახეობის ფრინველები. სწორედ ამ პარკში გადმორგვისთვის იყიდეს ბაობაბები კენიაში 2021 წელს. 2022 წლის წლის ნოემბერში კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ კენიის ხელისუფლებამ შეაჩერა იმ ლიცენზიის მოქმედება, რომელიც ბაობაბების ამოძირკვას, მათ ტრანსპორტირებასა და ექსპორტს ითვალისწინებდა. ასევე ნახეთ კენიელი დეპუტატები საქართველოში ბაობაბების ექსპორტის საქმეს სწავლობენ მაშინ კენიის პრეზიდენტმა უილიამ რუტომ სასწრაფო გამოძიების ჩატარების ბრძანებაც გასცა მომხდართან დაკავშირებულ განცხადებებზე, რომ ხეების ამოთხრის ნებართვა ეწინააღმდეგება კენიაში მომდევნო 10 წლის განმავლობაში 15 მილიარდი ხის დარგვის შესახებ სამთავრობო პროგრამას. 2023 წლის თებერვალში კენიის ხელისუფლებამ დაუშვა საქართველოში ბაობაბების ექსპორტი. ...