სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა და 35 პირი დაიჭრა, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ მიტანილი იერიშის შედეგად სუპერმარკეტზე ქალაქ კონსტანტინოვკაში, აღმოსავლეთის დონეცკის რეგიონში. რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვადიმ ფილაშკინი ტელეგრამით წერს, რომ ეს იყო საარტილერიო თავდასხმა. "ეს არის კიდევ ერთი მიზანმიმართული დარტყმა ხალხის თავშეყრის ადგილას, რუსების მიერ განხორციელებული ტერორის კიდევ ერთი აქტი", - წერს ფილაშკინი ტელეგრამით. ასევე ნახეთ რუსეთმა კურსკის რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ...