ბრაზილიის ვინიედუს რეგიონში ჩამოვარდა სამგზავრო თვითმფრინავი. როგორც ბრაზილიის ტელეარხი Globo იუწყება, ბორტზე იმყოფებოდნენ 58 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი. წინასწარი მონაცემებით, ყველა მათგანი დაღუპულია. ATR-72-ის ტიპის თვითმფრინავი, რომელიც რეგიონულ ავიაკომპანია Passaredo-ს ეკუთვნოდა, ასრულებდა რეისს პარანის რეგიონის ქალაქ კასკაველიდან სან-პაულუს პროვინციის ქალაქ გუარულიუსში. ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის იგნასიუ ლულა და სილვამ სამთავრობო ღონისძიებაზე წუთიერი დუმილი გამოაცხადა დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად. ...