14 ადამიანამდე გაიზარდა დონეცკის რეგიონის ქალაქ კონსტანტინოვკაში, სუპერმარკეტზე რუსეთის თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი, - აცხადებს რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და დასძენს, რომ დაჭრილია კიდევ 43 პირი. ვადიმ ფილაშკინის ცნობით, დაღუპულებს შორის სამი ბავშვია და ერთ-ერთი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა. მანამდე ფილაშკინი აცხადებდა, რომ თავდასხმისას გამოყენებული იყო Kh-38-ის ტიპის რაკეტა. "ეს არის კიდევ ერთი მიზანმიმართული დარტყმა ხალხის თავშეყრის ადგილას, რუსების მიერ განხორციელებული ტერორის კიდევ ერთი აქტი", - წერდა ფილაშკინი ტელეგრამით. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, ეს შეტევა უდრიდა ტერორისტულ თავდასხმას. "რუსმა ტერორისტებმა დარტყმა განახორციელეს ჩვეულებრივ სუპერმარკეტსა და ფოსტის ოფისზე. ადამიანები ნანგრევებში არიან მოყოლილნი. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია და ყველაფერი გაკეთდება მათ გადასარჩენად", - წერს ზელენსკი პლატფორმა X-ზე. ასევე ნახეთ 12-მდე გაიზარდა უკრაინაში სუპერმარკეტზე რუსეთის თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი ...