აშშ-ის სენატორის, ჯინ შაჰინის თქმით ამერიკას სურს საქართველოსთან ურთიერთობების გაგრძელება, თუმცა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე „არ არის დაინტერესებული ან არ ჩანს, რომ დაინტერესებულია ამ ურთიერთობების გაგრძელებით“. ეს განცხადება მან პრემიერთან შეხვედრის შეფასებისას გააკეთ. ამერიკელი სენატორი, დემოკრატი ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკ ტერნერი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში 9 აგვისტოს ჩამოვიდნენ. აშშ-ის საელჩომ ინფორმაციის გავრცელების დროს ხაზი გაუსვა, რომ ეს ვიზიტი ორპარტიულია. ასევე ნახეთ შაჰინმა და ტერნერმა ჩიქოვანთან შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს მთავრობის ცრუ ნარატივების გამო - აშშ-ის საელჩო სენატორის თქმით აშშ-ს აქვს „მთელი რიგ წუხილები“, თუნდაც განცხადება, თითქოს ამერიკა საქართველოში გადატრიალებას გეგმავდა, „რაც აბსოლუტური სიცრუეა“. ჯინ შაჰინმა იმედი გამოთქვა, რომ პრემიერი მისი მთავრობა საბოლოოდ გადადგამენ იმ ნაბიჯებს, რომლებიც ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის არის საჭირო და აღნიშნა, 30 საქართველოს დამოუკიდებლობიდან მოყოლებული, 30 წლის განმავლობაში „ჩვენ საქართველოს დემოკრატიულ მიზნებს, ეკონომიკის განვითარებას, საქართველოს მოქალაქეებს და მათ სურვილებს ვუჭერდით მხარს.“ კონგრესმენმა მაიკ ტერნერმაც თქვა, რომ შეხვედრების დროს არ გაჟღერებულა პოლიტიკა, რომელიც მიუთითებდა ურთიერთობების გადატვირთვაზე და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის კომენტარი „მისთვისაც იმედგაცრუებას იწვევდა“. ასევე ნახეთ სენატორი შაჰინი და კონგრესმენი ტერნერი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ „არ მიმაჩნია, რომ მისი განცხადება ზუსტად ასახევს ამერიკის პოზიციას ან საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობებს“, - განაცხადა კონგრესმენმა მაიკ ტერნერმა. სენატორი და კონგრესმენი უკვე შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს. ჯინ შაჰინის განცახდებით მათ სურდათ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაც, თუმცა უარი მიიღეს. ...